ჩვენი ამბავი

გაიგეთ, რატომ წამოვიწყეთ ახალი თავგადასავალი.

Jón S. von Tetzchner

ბრაუზერი ჩვენი მეგობრებისთვის

1994 წელს ორმა პროგრამისტმა ვებ ბრაუზერზე დაიწყო მუშაობა. იდეა იყო ძალიან სწრაფი ბრაუზერის შექმნა, რომელიც შეზღუდულ აპარატურაზე იმუშავებდა და გაითვალისწინებდა ყველა მომხმარებლის მოთხოვნას და სურვილს. დაიბადა Opera.

ჩვენმა პატარა პროგრამამ ყურადღება მიიპყრო, ჩვენი გუნდი გაიზარდა და ასე საზოგადოება შევქმენით. არ ვღალატობდით არც ჩვენს მომხარებლებს და არც ფესვებს. მომხმარებლების უკუკავშირზე დიდებული ბრაუზერის შექმნის ჩვენს აზრებზე დაყრდნობით ვაგრძობდით პროგრამის გაუმჯობესებას. შემოგვქონდა ინოვაციები და სრულყოფილებისკენ მივისწრაფვოდით.

გადავიდეთ 2015 წელში. ჩვენმა საყვარელმა ბრაუზერმა მიმართულება შეიცვალა. სამწუხაროდ ის აღარ ემსახურება მის მომხმარებლებს და წვლილის შემტანებს - ხალხს, რომელმაც უპირველეს ყოვლისა ეს ბრაუზერი შექმნა.

ასე რომ მივიღეთ ბუნებრივი გადაწყვეტილება: ახალი ბრაუზერი უნდა შევქმნათ. ბრაუზერი ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის. ბრაუზერი, რომელიცაა სწრაფი, მაგრამ ამასთანავე მრავალი ფუნქცია აქვს, მოქნილია და პირველ რიგში მომხმარებელს აყენებს. ბრაუზერი, რომელიც შენთვისაა შექმნილი.

და ასე დაიბადა Vivaldi.

—Jon